„კახა კალაძე არის კარგი მერი და ღირსეული ადამიანი“
31/05/2021 16:17:16 პოლიტიკა
„საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ სამომავლო გეგმებზე მოკლედ ისაუბრა. განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში პარტია დეტალურ პროგრამას წარადგენს.
გახარიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არც ერთ პარტიასთან არ გეგმავს კოორდინაციას:
„ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო ჩვენი ორგანიზაციული ჩამოყალიბების ნაწილში. ეს იქნება აქტუალური დაახლოებით, ორთვენახევრის შემდეგ“.
კითხვის საპასუხოდ მან კომენტარი გააკეთა კახა კალაძეზეც:
„კახა კალაძე არის კარგი მერი და ღირსეული ადამიანი, თუმცა პოლიტიკური ოპონენტიც არის უაღრესად ღირსეული. რა იქნება (ჯერ კალაძესაც არ უთქვამს, რომ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას), ვნახო. არსად გვეჩქარება“.


