„ივანიშვილის გავლენა ხელისუფლებაზე და ქვეყანაზე უაღრესად დიდია“
31/05/2021 15:39:19 პოლიტიკა
„საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ამბობს, რომ ბიძა ივანიშვილის გავლენა ხელისუფლებაზე და ქვეყანაზე არის უაღრესად დიდი და ეს განაპირობა თავად ივანიშვილის მოღვაწეობამ, მათ შორის, პოლიტიკაში მოსვლამდელმა პერიოდმა.
„მისი გავლენები (რომელიც ჰქონდა) უნდა ჩანაცვლებულიყო გაძლიერებული ინსტიტურებით. ინსტიტუტების გაძლიერებისთვის ბევრი არაფერი გაკეთებულა. ეს არ ის ყველაზე დიდი პრობლემა“,– განაცხადა გახარიამ.
დამაზუსტებელ კითხვაზე გახარიამ უპასუხა, რომ „არაფორმალური მმართველობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის და ეს ეხება არა მხოლოდ ხელისუფლებას, ეხება ოპოზიციასაც“.
მისივე თქმით, „ქვეყანაში მმართველობითი სისტემის სერიოზული პრობლემა გვაქვს და ეს ფაქტი ზედაპირზეა“:
„გასაგებია, რომ ეს მმართველობის სისტემა არაა დაბალანსებული და სისტემის გარეთ მყოფი გარკვეული გავლენის ჯგუფებ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ახერხებენ გავლენის მოხდენას“.
კითხვაზე, „ურევია თუ არა ხელი ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში ივანიშვილის ხელი“, გახარია პასუხობს, რომ „ყველგან ივანიშვილი ვერ იქნება გარეული“.


