Accentnews.ge
გახარიას ივანიშვილზე საუბარი არ სურს

გახარიას ივანიშვილზე საუბარი არ სურს

31/05/2021 14:51:40 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის დამფუძნებელ გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე საუბარი ამ ეტაპზე არ სურს.

გახარია ამბობს, რომ ჭორაობას არ აპირებს.

„ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა (ყოველ შემთხვევაში, მან ასე განაცხადა) და რომელთან ერთადაც მე ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ვმუშაობდი (ყველა წარმატება და წარუმატებლობა, რაშიც მონაწილეობა მიმიღია, მათ შორის, ჩემი პასუხისმგებლობაცაა), მე მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ – ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ, როდესაც ჩემი ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე იქნება საუბარი, რაიმე კომპლექსი ან შეზღუდვა მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო. ამის იმედი არავის უნდა ჰქონდეს. მესმის, რამდენ ადამიანს უნდა აქ ჭორაობების მოსმენა, მე ამას არ გავაკეთებ, რადგან ვთვლი, რომ ეს არ არის სწორი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანმა თქვა, რომ „რაც შევძელი, გავაკეთე და აღარ ვარ ამ პროცესის მონაწილეო“,– განაცხადა გახარიამ.

ამასთან, ის ამბობს, რომ დამოუკიდებელი პრემიერი იყო, ხშირად გადაწყვეტლებების მიღების პროცესი იყო გუნდური, მაგრამ როდესაც შეეჯახა „კედელს ახსნების გარეშე“, გადადგა და თვლის, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

რაც შეეხება კორიფციას, მას კონკრეტულ „ქეისებზე“ არ უსაუბრია და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი სისტემური მიდგომაა:

„დაახლოებით 5-6 თვის წინ, როცა მთავრობის ახალი მანდატი მტკიცდებოდა, მაშინ საპარლამენტო ტრიბუნიდან ვთქვი ის, რაც ვთქვი და მეორე დღეს მივმართე პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებით, ჩემი წამოსვლიდან მეორე-მესამე დღეს დამტკიცდა, მისი მიზანი იყო ანტიკორუფციული საბჭოს პრემიერის ქვეშ გადმოტანა. ჩვენნაირი ქვეყნებს გაცხადებული სტრატეგია უნდა ჰქონდეთ.

მე კონკრეტულ კორუფციულ „ქეისებზე“ არ ვილაპარაკებ, რადგან ეს არის სისტემური პრობლემა. უაღრესად მძაფრად გამოჩნდა არჩევნების შემდეგ მძაფრად გამოჩნდა ინსტიტუტების სისუსტე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარია ამბობს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას დაიწყო პარტნიორებთან მუშაობა იმაზე, რომ შექმნილიყო ერთიანი ანტიკორუფციული საგამოძიებო სისტემა:

„მოსამზადებელი სამუშაოების დონეზე გვქონდა დაწყებული ჩვენს პარტნიორებთან, რომ კორუფციული საქმეების გამოძიების მექანიზმებია დასახვეწი, შესაქმნელია ერთიანი საგამოძიებო სისტემა. დღეს გადანაწილებულია სხვადასხვა უწყებებში. ეს სისტემური საკითხია.

იყო რამდენიმე ინიციატივა. პირველი იყო ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება, მეორე იყო დეოკუპაციის სტრატეგიის განხორციელება და მესამე ინტეგრაციის საკითხების უნიფიცირება, რაც ნიშნავდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან ევროინტეგრაციის იუნითის და ნატოს საინფორმაციო ცენტრის გაერთიანება პრემიერის აპარატის ქვეშ. ეს არაა საკითხები, რომლებიც მე გუშინ დავიწყე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S