Accentnews.ge
გახარია: „საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის ახლა მზად არ ვარ“

გახარია: „საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის ახლა მზად არ ვარ“

31/05/2021 14:17:08 პოლიტიკა

ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ამბობს, რომ გამოვიდა პრემიერ–მინისტრის როლიდან უაღრესად კომფორტულად გრძნობს თავს თავისუფლების მაღალი ხარისხით, „უფრო პერსონალიზირებული და ფიკუსირებული პასუხსიმგებლობის გრძნობით“.

„თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებლობები, რომელსაც გაძლევს, იყო ქვეყნის პრემიერ–მინისტრი, უაღრესად მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ გაქვს სურვილი, ეს შესაძლებლობები გამოიყენო მაქსიმალურად, რაც ხან გამოგვდოდა, ხან – არა.

რაც შეეხება ბოდიშს, ბოდიშის მოხდას აზრი აქვს მაშინ, როდესაც ის გააზრებული და კონკრეტულ ფასეულობებთან არის დაკავშირებული. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ასე იხდის ბოდიშს. მაშინ „ბოდიში“ აბსოლუტურად გააზრებული იყო. საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის ახლა მზად არ ვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ცოტა მეტი დრო რომ გვქონდეს, ასეთ მიზეზებს ვიპივიდი“,– უპასუხა გახარიამ კითხვას, გამოვიდა თუ არა პრემიერის როლიდან და ახლა რისთვის მოიხდიდა ბოდიშს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S