ვაშაძე და იოსელიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: „ნუ უწევ ხმას! ქუჩაში კი არ ხარ, პარლამენტში ხარ!”
31/05/2021 13:06:26 პოლიტიკა
სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და „მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
"მე ნაცებთან ერთად კი არ ვიდექი… ნუ უწევ მეთქი ხმას, რა პრეტენზია გაქვს საერთოდ, შენს თავს მიხედე რა", – მიმართა ვაშაძემ იოსელიანს.
"მინდა ავუწევ, მინდა დავუწევ. ვინ ხარ შენთან რომ ხმას არ ავუწიო", – მიუგო იოსელინმა.
"ნუ უწევ-მეთქი ხმას, ქუჩაში კი არ ხარ, პარლამენტში ხარ", – უპასუხა ვაშაძემ.
დეპუტატებს შორის დაძაბული ვითარება სხვა კანონმდებლებმა განმუხტეს.


