Accentnews.ge
გახარიას პარტიამ მანიფესტი გამოაქვეყნა

გახარიას პარტიამ მანიფესტი გამოაქვეყნა

31/05/2021 12:41:51 პოლიტიკა

ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ მანიფესტი გამოაქვეყნა. "საქართველოსთვის" მანიფესტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მშენებლობის მთავარი წყარო საქართველოს მოქალაქეა.

"ჩვენი მიზანია ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული გარემოს შექმნა, რაც საშუალებას მისცემს თითოეულ მოქალაქეს, ჩაერთოს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია მისი და მისი ოჯახის ღირსეული მომავლისთვის", - წერს პარტია.

მანიფესტში ვკითხულობთ, რომ "საქართველოსთვის" პოლიტიკა 3 ძირითად მიმართულებას: განვითარებას, დემოკრატიასადა უსაფრთხოებას მოიცავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S