Accentnews.ge
თურნავა – "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებზე: "ჩვენ კვლავ ვადასტურებთ მზადყოფნას დიალოგისთვის"

თურნავა – "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებზე: "ჩვენ კვლავ ვადასტურებთ მზადყოფნას დიალოგისთვის"

31/05/2021 12:01:49 პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა "რიონის ხეობის მცველებთან" მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

მისი თქმით, მთავრობამ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგე აქტივისტებს მოსალაპარაკებლად არაერთი პლატფორმა, მათ შორის, ექსპერტთა საბჭო შესთავაზა.

"მეორე პლატფორმა, ეს არის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც პირადად არის ჩართული და მალე ესტუმრება საქართველოს. მისი ფუნქციაა მედიაცია, ხშირად გვეხმარება ევროკავშირი მედიაციაში და ეს ნორმალური ცივილიზებული პრაქტიკაა. კვლავაც ვადასტურებთ ჩვენ მზადყოფნას დიალოგისთვის. იქ მდგომი ადამიანების უმრავლესობა გულწრფელად აპროტესტებენ ამ პროექტს, გულწრფელი კითხვები აქვთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტები არიან, ჩვენ, მთავრობაც მოწადინებულები ვართ, რომ გაძლიერდეს ჩვენი საქართველო ენერგეტიკულად და ეკონომიკურად, ადგილობრივი ენერგეტიკული რესური იყოს გამოყენებული, მათ შორის, ეს პროექტი კარგად შესრულდეს, ყველას ინტერესის დაბალანსებით. რადგან ორივე მხრიდან საბოლოო ამოცანა ერთია, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთში",-განაცხადა თურნავამ, თუმცა მას არაფერი უთქვამს აპირებს თუ არა იგი, ან მთავრობის რომელიმე წევრი ადგილზე ჩასვლას და "რიონის ხეობის მცველების" ადგილზე ნახვას.

შეგახსენებთ, რომ "რიონის ხეობის მცველები" უკვე 217-ე დღეა "ნამახვანჰესის" მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, აქცია გუმათში დღესაც გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S