Accentnews.ge
კობახიძე: „ნათლად იკითხება, ვისთან არის დაკავშირებული გიორგი გახარია“

კობახიძე: „ნათლად იკითხება, ვისთან არის დაკავშირებული გიორგი გახარია“

31/05/2021 09:33:31 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს პირდაპირ „სააკაშვილის თამაში ითამაშა“ და როგორც კობახიძე აცხადებს, უნდა გაეცეთ კითხვებს პასუხი, ეს „ნებსით მოხდა თუ უნებლიეთ?“

კობახიძის ანალიზის თანახმად, გიორგი გახარიას „ტვ პირველი" და „ფორმულა" აპიარებენ და „აქ ყველაფერი ნათელია. ნათლად იკითხება, თუ ვისთან არის დაკავშირებული გიორგი გახარია“:

„ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იმ ეჭვებს, რაც არის დაკავშირებული 17-18 თებერვალთან, რატომ ითამაშა მან სააკაშვილის თამაში 17-18 თებერვალს - პირველ რიგში, მას მოუწევს ამ ძალიან მნიშვნელოვან და მძაფრ კითხვაზე პასუხის გაცემა. 17-18 თებერვლის მოვლენები იყო სააკაშვილის თამაშში შესვლა და შემდეგ უკვე მისი გაპიარება "ტვ პირველი" და "ფორმულას" მხრიდან, ეს ყველაფერი ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს და მას ამ კითხვებზე ბუნებრივია მოუწევს პასუხის გაცემა. მან უნდა გასცემს პასუხი მათ შორის კითხვას - რატომ არწმუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას, ჩვენზე აქტიურად, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი მოხსნილი. იმ 6-მა დეპუტატმაც, რომელიც ახლა სხვა რაღაცებს საუბრობს, ხმა მისცა და მხარი დაუჭირა იმუნიტეტის მოხსნას. რატომ იყო აქტიური იმუნიტეტის მოხსნის ნაწილში და შემდეგ რატომ ითხოვდა მელიას არ დაკავებას? - ამ კითხვას ხომ უნდა გაეცეს პასუხი, მაგრამ მას ამ კითხვაზე პასუხ ვერ ექნება, რადგან არის პირდაპირი ლოგიკური წინააღმდეგობა მის ქმედებებს შორის - იმუნიტეტის მოხსნის დროს და შემდეგ 17-18 თებერვალს. რა იყო ამ წინააღმდეგობის მიზეზი, ამას ბუნებრივია პასუხი უნდა გაეცეს. გვაქვს ჩვენი ეჭვები, მაგრამ მნიშვნელოვანია პასუხი მისგან მოვისმინოთ“,– განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიის პირველმა ნომერმა, ექს–პრემიერ გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S