შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი კიდევ ერთმა დეპუტატმა მოაწერა
31/05/2021 08:24:18 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს რესპუბლიკელმა თამარ კორძალიამ მოაწერა ხელი და სადეპუტატო უფლებამოსილებით სარგებლობას გეგმავს.
„რესპუბლიკური პარტიის სხელით შევდივარ პარლამენტში, ბლოკთან ერთად თანამშრომლობით და ვფიქრობ, რომ ვიქნები დამოუკიდებელი დეპუტატი. მოლაპარაკებები პარლამენტშიც გაგრძელდება ყველა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე მთავარია გზავნილი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან გაჟღერდა, რომ ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს ერთობლივი თანამშრომლობა, რათა თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს დემოკრატიაზე წვდომის საშუალება ამ ქვეყანაში“.
რესპუბლიკელი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მიესალმა ენმ–ის გადაწყვეტილებას, შევიდეს პარლამენტში, თუმცა შეცდომად მიიჩნევს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერას.
„ეს არის დოკუმენტი, რომელზეც თვეების განმავლობაში იმუშავეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ გიორგი რურუა, ნიკა მელია თავისუფლები არიან. მნიშვნელოვანი მგონია, გადაიხედოს ეს გადაწყვეტლება და ენმ ამ დოკუმენტს შემოუერთდეს“,– განაცხადა სამნიძემ.
შრეგახსენებთ, რომ ენმ ბოიკოტის რეჟიმს ასრულებს, თუმცა „მიშელის დოკუმენტს“ ხელს არ აწერს. ამ დროისთვის ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტები“.


