Accentnews.ge
გომელაური: "გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია"

გომელაური: "გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია"

31/05/2021 07:34:29 პოლიტიკა

31 მაისი პოლიციელის პროფესიული დღეა.აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო საზეიმო ცერემონიას მართავს. ღონისძიებაზე წარმოადგინეს საპოლიციო და სამხედრო ტექნიკა, ასევე სახანძრო-სამაშველო ძალების მანქანები და აღჭურვილობა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და პოლიციელებს მიმართა.

კარგად ვიცი, რას ნიშნავს იყო პოლიციელი და ვიცი, როგორი რთულია ებრძოლო დანაშაულს, ემსახურო მოქალაქეებს და ამასთან ერთად, არ დაარღვიო ადამიანის სხვადასხვა ფუნდამენტური უფლება. სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა, კრიმინალთან ბრძოლა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ფუნქცია. თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ თქვენ ამას წარმატებით ასრულებთ, დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია. დღეს აქ მხოლოდ რამდენიმე ასეული პოლიციელი ხართ, თუმცა, თქვენ უკან ათასობით თქვენი კოლეგა დგას. მადლიერების სიტყვები ეკუთვნის თითოეულ პოლიციელს საზოგადოებისგან და ჩემგან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისგან!“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, საქართველო პატივს სცემს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა, "სამწუხაროდ, ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როცა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ეთიკურ და კანონით დასაშვებ ზღვარს სცდება":

"ამას ყველაზე ხშირად პოლიციელები საკუთარ თავზე გრძნობენ. მე, როგორც თქვენი ხელმძღვანელი, გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენი ღირსებისა და პატივის დამცველი. თუმცა, ამავე დროს, ობიექტური და მომთხოვნი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S