თანამდებობა გახარიას დანიშნულმა კიდევ ერთმა კადრმა დატოვა
31/05/2021 07:08:56 პოლიტიკა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მალხაზ თორიამ თანამდებობა დატოვა.
უკვე ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ პოსტი დღეს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა, სამომავლო გეგმებზე, ამ ეტაპზე, არ საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად მალხაზ თორია წლის დასაწტისში იმჟამინდელმა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ დანიშნა.
თორდია 2020 წლის აგვისტოდან სახელმწიფო რწმნუნებულის მოვალეობას ასრულებდა, მანამდე კი სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.
თორი 25 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.


