ბოკერია ოპოზიციურ პარტიებს და მოქალაქეებს მიმართავს
31/05/2021 06:26:30 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია პოლიტიკურ ოპოზიციას კონსულტაციების დაწყებსკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარ მიშელის დოკუმენტის ირგვლივ დისკუსია უნდა დასრულდეს, რადგან ეს საზოგადოებას არაფერს მოუტანს და მას, ვისაც აქვს სურილი, იყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მშვიდობიან პოლიტიკურ ბრძოლაში, ამავე რეჟიმზე უნდა გადაერთოს:
„ეს გულისხმობს უახლოეს დღეებში კონსულტაციების დაწყებას კოორდინაციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს რეალისტური იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელი არჩევნების მომტანი პროცესია, რომ ამ არჩევნების შედეგად შესაძლებელი იქნება კრიზისის გადაწყვეტა. ამას სჭირდება კონსულტაციები და ჩენს მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაცა იმ პრობლემებზე, რომელიც მათ წინაშე დგას“.
ამასთან, ბოკერიამ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს მიმართა:
„პოლიტიკოსები ხშირად იმსახურებენ კრიტიკას, ცინიკურ დამოკიდებულებასაც კი. ეს ნორმალური პრცესია, როდესაც მოქალაქეები ეჭვით უყურებენ პოლიტიკურ ძალებს. ამავდროულად, უიმედობის ქადაგება არ არის იმ შედეგის მომტანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ახლა ჩვენი საზოგადოების აქტიურ ნაწილის ფოკუსი უნდა იყოს, როგორ მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეის მობილიზება ცვლილებებისკენ“.
შეგახსენებთ, რომ ბოიკოტს ენმ–ხც ასრულებს, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. ამჟამად პარლამენტს გარეთ „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტები“ რჩებიან.


