Accentnews.ge
მელია – სხვა ოპოზიციურ პარტიებს: "არ ვამბობ, რომ ჩვენ თქვენთან მიმართებაში ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, თუმცა ძალისხმევა კვლავ უნდა გავაერთიანოთ"

მელია – სხვა ოპოზიციურ პარტიებს: "არ ვამბობ, რომ ჩვენ თქვენთან მიმართებაში ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, თუმცა ძალისხმევა კვლავ უნდა გავაერთიანოთ"

30/05/2021 14:49:00 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართვას და აცხადებს, რომ ძალისხმევა კვლავ უნდა გააერთიანონ.

"მინდა მივმართო ჩვენს მეგობრებს ოპოზიციური პარტიებიდან. მე არ ვმალავ, ბევრ მათგანთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ჩვენ კვლავ უნდა გავაერთიანოთ საერთო ძალისხმევა. ყველა ჩვენგანს გვყავს ოჯახში დედა, მამა, შვილები, შვილიშვილები, თანამოქალაქეები, რომლებსაც ვაკვირდებით, რამდენად სიდუხჭირეს განიცდიან და უნდა დავივიწყოთ წყენა, ყველა წვრილმანი, რომელზეც შესაძლოა, ჩვენ ვკონცენტრირდებოდით და რატომ იცით? – ყველა ის წვრილმანი, რომელზეც შესაძლოა, ჩვენ ვკონცენტრირდებოდით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მართლაც წვრილმანია იმ დიდ ამოცანასთან შედარებით, რასაც სახელმწიფოს გათავისუფლება მტაცებლებისგან ჰქვია. მე არ ვამბობ, რომ ვინმე დამნაშავეა ან უდანაშაულო, არ ვამბობ, რომ ჩვენც „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ ყველაფერი ზუსტად და კარგად გავაკეთეთ სხვა ოპოზიციური პარტიებთან მიმართებაშიც. თუმცა ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთობა შედუღაბდეს, რადგან მე როგორც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი, ამ ქვეყნის წარმატებას, თუ არა ერთობა, თუ არა დემოკრატიული კოალიციური მმართველობა, უბრალოდ, ვერ ვხედავ. ეს არის უებარი გამოსავალი ამ ქვეყნის ჭაობიდან ამოსაყვანად. ყველა ძალები უნდა გაერთიანდეს და ძალთა გაერთიანებით ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს შანსს არ დავუტოვებთ, რომ მომდევნო დამატებით თვეების განმავლობაში ყვლიფოს ეს ქვეყანა“, - განაცხადა მელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S