"ამ ხელბორკილ დადებულ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ჩემი შვილი უნდა გავზარდო, მირჩევნია, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი"
30/05/2021 14:18:26 პოლიტიკა
ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ იგი თავდაუზოგადავ იბრძოლებს "ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად".
მისი თქმით, უკან დასახევი გზა აღარ არსებობს.
"მინდა პირობა დავდო, რომ მე პირადად თავს არ დავზოგავ. მე ამ ქვეყანაში, ამ ხელ–ბროკილ დადებულ სახელმწიფოში ცხოვრებას წლების განმავლობაში და მით მეტეს, იმ ცოდნით რომ აქ შვილი უნდა გავზარდო, მირჩევნია, საერთოდ არ ვცოცხლობდე და არ ვიყო ცოცხალი. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, გავლებული ხაზი გადალახული აქვს ბიძინა ივანიშვილს და რჩება მხოლოდ და მხოლოდ ორი არჩევანი: ან საქართველო იმარჯვებს, ან მთელი საქართველო იცლება და გადის ქვეყნიდან. გარწმუნებთ, რომ საქართველო გაიმარჯვებს", – განაცხადა მელიამ.


