გახარიას პოლიტიკური გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია
29/05/2021 14:37:48 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები დაასახელა:
- გიორგი ხოჯევანიშვილი – ყოფილი გუბერნატორი შიდა ქართლში, დეპუტატი;
- ნათია მეზვრიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ყოფილი პროკურორი;
- გიორგი შარაშიძე;
- კახაბერ ქემოკლიძე – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი; მუშაობდა ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებზე;
- ანა ბუჩუკური – დეპუტატი;
- მიხეილ დაუშვილი – დეპუტატი;
- ბექა ლილუაშვილი – დეპუტატი;
- რუსუდან თევსაძე;
- ალექსანდრე მოწერელია – მაჟორიტარი დეპუტატი, ბიზნესმენი;
- ბერდია სიჭინავა – იურისტი;
- შალვა კერესელიძე;
- კოტე ანანიაშვილი - აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი;
- გიგა ფარულავა - სამართალმცოდნე, ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილე;
- გიორგი გოგუაძე - საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი.
გარდა ამისა, პარტიის წევრები იქნებიან:
ეკატერინე ვეფხვაძე, გიორგი აბაშიშვილი, დავით ფარცვანია, ლაშა მარკოზაშვილი, ტატა ხვედელიანი, გიორგი კიკნაველიძე, საბა ჯიქიძე, ლევან დოლიძე.
ამასთან, გახარიამ განაცხადა, რომ პარტიის კარი ღიაა ყველასთვის:
„კარი ღიაა ყველასთვის, რომელსაც შეუძლია, თვალი გაუსწოროს სიმართლეს, ჰყოფნის სითამამე, ეს სიმართლე წარმოთქვას და აღიაროს მოქალაქეების წინაშე და შესწევს ძალა არა სხვებზე ხელის გაშვერით, არამედ ყოველდღიური ქმედებით და თავის თავზე პასუხისმგებლობის აღებთ ემსახუროს სახელმწიფოს, რომელმაც უნდა დაიცვას თითოეული მოქალაქე და სამშობლო უზარმაზარი გამოწვევების ეპოქაში“.


