Accentnews.ge
გახარია სახელისუფლებო გუნდის დატოვების მიზეზებს განმარტავს

გახარია სახელისუფლებო გუნდის დატოვების მიზეზებს განმარტავს

29/05/2021 14:32:18 პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ქართული ოცნებისა“ და პრემიერ–მინისტრის თანამდებობის დატოვების მიზეზებს განმარტავს.

„პარტია დაშორდა ჩვენი მოქალაქეების რეალურ პრობლემებს მარტივი მიზეზის გამო: რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა.

გადავდექი იმიტომ, რომ 8–წლიანი მმართველობის შემდგომ მმართველის პარტია თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10–15 წლის წინანდელ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას“,– განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, დღევანდელი სისტემა 15 წლის წინანდელზე უმჯობესია, მაგრამ უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტური, სამართლიანი:

„ეს არის სისტემური განსხვავება და სისტემური პრობლემა, რატომაც ვდგევარ დღეს აქ.

გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში ჩემთვის სრულიად აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პოლიტიკური ინტერესები სახელმწფოზე მაღლა დააყენა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადაცდგი“.

მისივე თქმით, თავად იზიარებს წარმატებებს და წარუმატებლობას და სწორედ ამ პასუხისმგებლობამ არ მისცა „გაქცევის“ უფლება და მზადაა ყველა კითხვას უპასუხოს.

ამასთან, გახარიამ პარტიის პროგრამის პრეზენტაცია დააანონსა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S