Accentnews.ge
გახარია კორუფციაზე ერთი წლის წინ და დღეს

გახარია კორუფციაზე ერთი წლის წინ და დღეს

29/05/2021 14:21:48 პოლიტიკა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის პრეზენტაციისას ქვეყნის ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე, კორუფცია და ნეპოტიზმი დაასახელა.

„უნდა გვესმოდეს, რომ ბრძოლა კორუფციასთან და ნეპოტიზმთან, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევა სახელმწიფოსთვის და აქ ჩვენ არ მივუთითებთ რაღაც კონკრეტულ მაგალითებზე, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობაც შეიძლება, გვქონდეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენნაირი ღარიბი, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნის ამოცანა ყოველდღიური ბრძოლა კორუფციასთან და ნეპოტიზმთან. ვერ წარმოგვიდგენია, რამხელა რისკებში შედის ქვეყანა, რომელსაც აქვს სუსტი ინტიტუტები, სადაც არსებობს ნეპიტიზმის და კორუფციული რისკები – ეს არის უზარმაზარი სისტემური რისკების შემცველი პრობლემა, რომლის მოგვარებაც ჩვენ რაც შეძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ“,– განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ კორუფციასთან დაკავშირებით ოპონენტებმა გახარიას ერთი წლის წინ პარლამენტში დაუსვეს კითხვა და იმჟამინდელი პრემიერის პასუხი „ქართულ ჯიგრულ პონტში“ განხილვის საგნად იქცა.

„...მაგალითად, ერთ-ერთი საწარმო რომ არ გაგვეჩერებინა, ქალაქი მოვაქციეთ კარანტინში, რომ ვინც იქ მუშაობდა, ისევ ემუშავათ და გარედან არ შეგვეტანა ეს ინფექცია. არ გაჩერებულა, ასევე, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, იგივე რიკოთის პროექტი ერთი დღით არ გაჩერებულა, უბრალოდ იქ გარკვეული წესები იყო დანერგილი, რომელსაც მკაცრად ვაკონტროლებდით. გარკვეული კომპანიები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მუშაობასთან, თვითონ მოვიდნენ - მაგალითად, ცემენტის წარმოება, არმატურის წარმოება. ზოგიერთ კომპანიას კი არც ჰქონდა მონაწილეობის სურვილი - თქვა, რომ მე ამ პირობებში ახლა ხვალ, სწრაფად, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მიღირსო, ერთი თვე დაველოდები და მერეო. აი, ასე იყო ეს გადაწყვეტილებები მიღებული და მერწმუნეთ, რომ ეს ყველაფერი დროში ისე ხდებოდა, რომ რა კორუფცია, ხალხნო? შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რაღაც ისაქნა, მაგრამ რა კორუფცია?",– განაცხადა გასული წლის მაისში გახარიამ პარლამენტში.

ოპოზიციონერთა რეპლიკაზე, „ქართულ ჯიგრულ პონტში" რას ნიშნავს?“, გახარიამ უპასუხა:„ვაიმე, სიტყვაზე დამიჭირეთ, არა?.. ვახ, ჩემი..."

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S