Accentnews.ge
გახარია: „ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“

გახარია: „ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“

29/05/2021 14:05:17 პოლიტიკა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ პოზიციაზე მხოლოდ გახარიას კანდიდატურა იყო წარდგენილი.

როგორც გახარიამ აღნიშნა, „ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“.

მისივე თქმით, პოლიტიკური გუნდი აქტიურად იწყებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას საქართველოსთვის.

„ნათელია, რომ საქართველოს დღეს სჭირდება გუნდი, რომელსაც შეუძლია, სიმართლეს თვალი გაუსწოროს, სიმართლე უთხრას საქართველოს მოქალაქეს, რომლის გამოწვევების წინაშეც დგას ქვეყანა და ქვეყანას შესთავაზოს სამართლიანი წესრიგი მოქალაქეების ჩართულობით“,– განაცხადა გახარიამ.

მან ყურადღება გაამახვილა ერთიანობის, წარსული გამოცდილების გაზიარებაზა და პოზიტიურ შედეგებზე ახლის დაშენების აუცილებლობაზე.

„მოქალაქეთა კულტურა გაცილებით მაღალია, ვიდრე პოლიტიკური კლასის. უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენს ბრძენ მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო“.

გახარიას თქმით, ქვეყანაში არ არსებობს დაპირება, რომელიც არ გაცემულა, მისი პარტიის ძირითადი ლოზუნგი კი იქნება „სიმართლე და ქმედება“.

ამასთან, მან ზოგადად ისაუბრა ქვეყანაში პრივილეგირებული კლასების არსებობაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეზე, მათდამი საზოგადოების ნდობის დეფიციტზე, კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლის აუცილებლობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S