გახარიას პარტიის პრეზენტაციას ძმები არველაძეებიც ესწრებიან
29/05/2021 13:03:00 პოლიტიკა
ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ პრეზენტაციაზე ძმები არველაძეებიც მივიდნენ.
როგორც აჩი არველაძემ განმარტა, აქტიურობას არ გეგმავს და ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით იმყოფება, რეზი არველაძემ კი განაცხადა, რომ კომენტარს ღონისძიების შემდეგ გააკეთებს.
ღონისძიებას ასევე ესწრება საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძეც.
ამ დროისთვის ექსპოჯირჯიაში გახარიას გუნდის წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან. ამასთან, ადგილზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „მონა“ – სკანდირებენ დემონსტრანტები. ადგილზე ინციდენტიც მოხდა: აქტივისტებმა საგამოფენო სივრცეში შესვლა სცადეს, თუმცა მათ დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ამის უფლება არ მისცეს.
ინფორმაციისთვის: ადგილზე სამართალდამცველები არ არიან მობილიზებული.


