აშშ-ის „საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის“ პროგრამებით გათვალისწინებული დახმარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმღებ ქვეყნად საქართველო სახელდება
28/05/2021 19:50:12 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ფისკალური წლის პროექტის თანახმად, „საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნისთვის“ პროგრამებისთვის ევროპას 26,9 მილიონი აშშ დოლარი უნდა გამოეყოს.
დოკუმენტის მიხედვით, დახმარების პრიორიტეტულ მიმღებ ქვეყნებს შორის საქართველო, უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ბულგარეთი არიან.
„საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის“ პროგრამები აძლიერებს როგორც რეგიონალურ უსაფრთხოებას, ისე ურთიერთქმედებას აშშ-ის, ნატო-ს და ევროპულ შეიარაღებულ ძალებს შორის და ეხმარება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამები ხელს უწყობს იმ ერებს, რომლებიც შეერთებული შტატების გვერდით მოქმედებენ და მათ ჰყავთ ოფიცრები, რომლებსაც ესმით აშშ-ის სამხედრო დოქტრინა და ოპერატიული ტაქტიკა", – ნათქვამია პროექტში.


