Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის 88 მლნ დოლარის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის 88 მლნ დოლარის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს

28/05/2021 19:46:00 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის 88 მლნ დოლარის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, ფინანსური დახმარება საქართველოს დემოკრატიზაციაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ასევე კრემლიდან მომდინარე გავლენების შეკავებაზე იქნება ორიენტირებული.

„დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური შემოწმების, ბალანსის განმტკიცებისა და კანონის უზენაესობის არსებობას, კიდევ უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, გაუმჯობესებული, დამოუკიდებელი, საიმედო და დაბალანსებული მედიის ხელმისაწვდომობას, პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას, შერიგების მცდელობებს, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში, ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდას და განახლებადი ენერგიის განვითარებას“, – ნათქვამია პროექტში.

დოკუმენტის თანახმად, ფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო რეფორმების გატარებას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაფართოებას, ასევე, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S