საქართველოს ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ეწვევიან
28/05/2021 13:21:56 პოლიტიკა
საქართველოს ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ–ის საელჩო ავრცელებს.
"სენატორები ქვეყანაში მომავალ კვირას ჩამოვლენ, რათა გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად", - ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ სენატორები ქვეყანას 2-4 ივნისს ეწვევიან.
"ჯინ შაჰინის და რობ პორტმანის ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან შემდგომი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით", - აცხადებს ზალკალიანი.


