Accentnews.ge
კალიურანდი – საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე: "2024 წელს თქვენ ვერ მიიღებთ “კის”. უმჯობესია მოლოდინების შემცირება და რეალობის ახსნა"

კალიურანდი – საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე: "2024 წელს თქვენ ვერ მიიღებთ “კის”. უმჯობესია მოლოდინების შემცირება და რეალობის ახსნა"

28/05/2021 11:52:19 პოლიტიკა

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი (“სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი”, ესტონეთი) მიიჩნევს, რომ საჭიროა ქართველი ხალხის მოლოდინების შემცირება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

EURACTIV–ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ–კონფერენციაზე სახელწოდებით "საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: რა არის შემდეგი?" ევროპარლამენტარმა კითხვაზე, "დაუჭერს თუ არა “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი” მხარს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე", შემდეგი განაცხადა:

"ნებისმიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ქართველებს აქვთ უფლება, გაწევრიანებაზე განაცხადით მიმართონ ორგანიზაციას, რომელსაც სურთ, რომ ეკუთვნოდნენ. თუმცა იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მოსაზრებები იკითხოთ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელსაც სჭირდება ერთსულოვანი მხარდაჭერას ევროკავშირში. ეს გაფართოების ერთადერთი გზაა. გულახდილი ვიქნები, ევროკავშირში გაფართოებაზე კონსენსუსი არ არის. ეს არის რეალობაა. ამიტომ არ მივაქცევდი ამდენ ყურადღებას წევრობის საკითხს, რადგან ეს არ იქნება რეალისტური ახლო მომავალში. ნაცვლად ამისა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს უფრო ახლო თანამშრომლობას სექტორულ რეფორმებში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება იმიტომ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ “კის” 2024 წელს. უმჯობესია მოლოდინების შემცირება და რეალობის ახსნა. ევროკავშირში დღემდე არიან სახელმწიფოები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 2004 წლის გაფართოება, როდესაც ორგანიზაციას 10 ქვეყანა, მათ შორის ჩემი სახელმწიფოც შეუერთდა, შეცდომა იყო. ასე რომ, რეალობა არის შემდეგი, რომ წევრობაზე საუბარი პოლიტიკური საკითხია, რომელიც საჭიროებს კონსენსუსს. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს "ღია კარის" პოლიტიკას. ჩემს ჯგუფში ეს საკითხი არ განმიხილავს, თუმცა ვიცი, რომ იქ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს".

იხილეთ ასევე: „ევროკავშირის წევრობის სანდო კანდიდატობისთვის საქართველომ შიდა სირთულეები უნდა გადალახოს“ – ევროპარლამენტარი ქვეყნის პერსპექტივაზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S