გახარიას პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
28/05/2021 11:36:35 პოლიტიკა
ყოფილი პრემიერის პარტია „საქართველოსთვის“, რომლის დაფმფუძნებელი კონფერენციაც 29 მაისს გაიმართება, 2021 წლის შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. პარტიის წევრები ადასტურებენ, რომ კანდიდატი თბილისის მერის ადგილზე ეყოლებათ.
„აუცილებლად გვეყოლება. ნუ ვიჩქარებთ კანდიდატთან დაკავშირებით. წარვადგენთ, როცა დრო იქნება", - ამბობს გახარიას თანაგუნდელი, ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი.
გახარიას თანაგუნდელი შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ პარტიას ყველა მუნიციპალიტეტში ეყოლება კანდიდატები.
იქნება თუ არა პარტიის მერობის კანდიდატი ყოფილი პრემიერმინისტრი, აღნიშნულს არ აზუსტებენ.
„იქნება თუ არა თბილისში გიორგი გახარია, ამაზე ჯერ არ ვსაუბრობთ, სხვადასხვა კანდიდატები განიხილება", - ამბობს კერესელიძე.
ცნობისთვის, გახარიას პარტიის პრეზენტაცია 29 მაისს მაიმართება. 28 მაისს ცნობილი გახდა, რომ მის გუნში ნატო–ში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილიც იქნებიან.


