Accentnews.ge
"ლელო" ნამახვანჰესთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტს პარლამენტში იბარებს

"ლელო" ნამახვანჰესთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტს პარლამენტში იბარებს

28/05/2021 11:23:11 პოლიტიკა

"ნამახვანჰესის" გარშემო განვითარებული მოვლენების გამო ფრაქცია "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრებს იბარებს.

"საქართველოში ათეულობით, 80-ზე მეტი ენერგო, ჰიდრო თუ მსგავსი სხვა პროექტები არ განხორციელებულა, რომლის უკანაც დგას მილიარდობით საინვესტიციო თანხა, მიუთითებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" საერთოდ ვერ მართავს პროცესებს, ვერც ეკონომიკურ პოლიტიკას და განსაკუთრებით ენერგო პოლიტიკას. საუბარი იმაზე, რომ ნამახვანჰესი იქნება ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა, შეიძლება საპირისპირო მივიღოთ, თუ ეს პოლიტიკა, რომელსაც "ქართული ოცნება" ადგას, გაგრძელდება.

ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა მხარე მოვიდეს პარლამენტში, ჩვენი ფრაქცია მათ იწვევს, რათა ყოველგვარი ემოციების გარეშე, მაღალპროფესიულ დონეზე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გავცეთ ყველა კითხვას პასუხი,"- აცხადებსფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი მამუკა ხაზარაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S