Accentnews.ge
თორნიკე რიჟვაძე: ,,ქართული ოცნების" გუნდში არის აბსოლუტური ერთიანობა“

თორნიკე რიჟვაძე: ,,ქართული ოცნების" გუნდში არის აბსოლუტური ერთიანობა“

28/05/2021 11:01:53 პოლიტიკა

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე რამდენიმე პირის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახელისუფლებო გუნდში აბსოლუტური ერთიანობაა.

,,მარტივად შემიძლია, გითხრათ, რომ ეს რამდენიმედღიანი აჟიოტაში გადაივლის და თქვენი შეფასება სიმრავლესთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად დაზუსტდება. შესაძლოა ადამიანებს გაუჩნდათ განსხვავებული პოზიციები, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენს გუნდში გვაქვს აბსოლუტური ერთიანობა, მათ შორის - სიმრავლეც. რაც შეეხებათ კონრეტულ პერსონებს, მე ვფიქრობ, რომ თადარიგი დაიჭირეს იმ ადამიანებმა, ვინც ვერ მოხვდებოდა საკრებულოს შემდგომ შემადგენლობაში. თუმცა, ესაა ერთეული ადამიანი. ასე რომ პოლიტიკურ სტაბილურობას როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაში არავითარი საფრთხე არ ემუქრება "- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S