Accentnews.ge
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გახარიას გუნდს შეუერთდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გახარიას გუნდს შეუერთდა

28/05/2021 10:38:36 პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდს უერთდება.

„ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!“ – წერს აბაშიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობილია, რომ გახარიას პარტიის პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართება და მას "საქართველოსთვის" ერქმევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S