Accentnews.ge
დოლიძე გახარიას გუნდში გაწევრიანების მიზეზებს განმარტავს

დოლიძე გახარიას გუნდში გაწევრიანების მიზეზებს განმარტავს

28/05/2021 10:05:14 პოლიტიკა

ნატო–ში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძე ადასტურებს, რომ მხარს უჭერს ექს–პრემიერ გიორგი გახარიას და დარწმუნებულია, რომ გახარიას გუნდის წარმატება სასარგებლო იქნება ქვეყნის განვითარებისთვის და ზოგადად, პოლიტიკური გარემოსთვის.

„ვადასტურებ ჩემს გადაწყვეტილებას, გვრდში დავუდგე ბატონ გიორგი გახარიას. მიმაჩნია, რომ გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით, ქვეყანაში ჩნდება შანსი, პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმზე, აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს მოქალაქეებს“,– განუცხადა ჟურნალისტებს ლევან დლიძემ.

ცნობისთვის: გახარიას პარტიის პრეზენტაცია 29 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S