Accentnews.ge
დეპუტატი "ოცნებიდან" სააკაშვილთან შეხვედრის გამო ევროპელ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს: "ეს ECHR–ის შეურაცხყოფაა"

დეპუტატი "ოცნებიდან" სააკაშვილთან შეხვედრის გამო ევროპელ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს: "ეს ECHR–ის შეურაცხყოფაა"

28/05/2021 08:36:07 პოლიტიკა

დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" შალვა პაპუაშვილი ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს.

“გასამართლებულ დამნაშავესთან ევროკავშირის შუაგულში შეხვედრას კანონის უზენაესობის სულისკვეთება ნამდვილად არ მოაქვს და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) შეურაცხყოფაა”, – წერს პაპუაშვილი "ტვიტერში" პირად გვერდზე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ვიზიტისას ევროპარლამენტარებს, მათ შორის, ანდრიუს კუბილიუსს, ანა ფოტიგას და ვიოლა ფონ კრამონს შეხვდა. ამასთან, მან შეხვედრები გამართა ევროპული საბჭოსა და საგარეო ქმედებათა ოფისის წარმომადგენლებთან. სააკაშვილის თქმით, ვიზიტის დღის წესრიგში ერთ–ერთი მთავარი საკითხი თვითმმართველობის არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S