წულუკიანი – გახარიაზე: "წარმატებისთვის უნდა ჰყავდეს რეიტინგული და მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე მის გარშემო ჯერ– ჯერობით ვერ ვხედავ"
28/05/2021 07:17:09 პოლიტიკა
"წარმატებისთვის უნდა ჰყავდეს რეიტინგული და მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე მის გარშემო ჯერ– ჯერობით ვერ ვხედავ", – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის დაგეგმილი პრეზენტაციის შესახებ განაცხადა.
მისი შეფასებით, ყოფილ პრემიერს ადვილი გზა არ ექნება პოლიტიკაში:
"არ მგონია, რომ ადვილი გზა ექნება პოლიტიკაში, როდესაც ტოვებ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, იყავი სიის პირველი ნომერი, არ უნდა გქონდეს გარკვეული ილუზია იმის, რომ უკან, სცენაზე შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული. თუმცა მგონია, რომ ეს ასე არ იქნება. ვფიქრობ, რომ წარმატებისთვის მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა და შრომა, ამისთვის მას უნდა ჰყავდეს ასევე რეიტინგული, მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე ჯერჯერობით მის გარშემო ვერ ვხედავ. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და შემდეგ კომენტარებიც გაკეთდება. მთავარი არის ჩვენი გეგმა და მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება არჩევნებისთვის. არ მგონია, რომ ოქტომბერში პოლიტიკურ ბრძოლაში ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას“, – განაცხადა წულუკიანმა.


