ჭიჭინაძე: "პარლამენტში ყველა პარტია უნდა შევიდეს"
28/05/2021 05:42:33 პოლიტიკა
"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური ერთიანობის შესანარჩუნებლად პარლამენტში ყველა ოპოზიციური პარტია უნდა შევიდეს, მათ შორის, ენმ.
"მარტო "ნაციონალები" კი არა, შალვა ნათელაშვილი, თაკო ჩარკვიანი და დანარჩენებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში, ეს ე.წ. ხელმომწერი საპარლამენტო ოპოზიცია იმდენად სუსტად, იმდენად უსუსურად გამოიყურება „ქართული ოცნების“ ფონზე, რაც სრულიად ოპოზიციას, ყველას აზარალებს.
პირადად ნიკა მელიაც აუცილებლად უნდა შევიდეს, თვალებში ჩახედოს იმ ადამიანებს, ვინც ორჯერ დაუჭირა მხარი მის დაჭერას და საპარლამენტო ტრიბუნიდან კითხოს მათ - რა პირადი ბოღმა აქვთ მისი ასეთი?! მითუმეტეს, რომ საუბარია ისეთ დეპუტატებე, ვისაც მანდატი ხალხმა კი არ მიანიჭა, ბიძინა ივანიშვილმა აჩუქა.
მოკლედ, ოპოზიციური ერთიანობის შესანარჩუნებლად უნდა შევიდნენ, ოღონდ რა თქმა უნდა, ხლმოწერის გარეშე", - ამბობს ჭიჭინაძე.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან ენმ, "ლეიბორისტები" და "ევროპული საქართველო".


