Accentnews.ge
"ყველა საერთაშორისო მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაიძულოთ რუსეთი, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად იმოქმედოს"

"ყველა საერთაშორისო მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაიძულოთ რუსეთი, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად იმოქმედოს"

27/05/2021 09:24:33 პოლიტიკა

საქაღთველოში ვიზიტად მყოფმა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ რუსული ოკუპაციის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დასავლეთმა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რათა აიძულოს რუსეთი, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად იმოქმედოს.

დუდამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში სტუმრობის შესახებ ისაუბრა:

„მე დავინახე ის, რაც არამხოლოდ ევროკავშირიდან, არამედ ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიდან ყველა პოლიტიკოსმა უნდა ნახოს. ვნახე რა არის რელობა, რას ნიშნავს თანამედროვე რუსული პოლიტიკა, რაში გამოიხატება ის და რა ინსტრუმენტებს იყენებს რუსეთი თავის პოლიტიკაში. ეს არის მიტოვებული სახლები, ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობის ნაკლებობა, რაც იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ტრაგედიას წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ადმინისტრაციულ ხაზს უახლოვდებიან, ადანაშაულებენ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში და აკავებენ კიდეც. შეხება გვაქვს უკანონობის აშკარა მაგალითთან. ევროკავშირისა და ნატო -ს წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული რას ნიშნავს ეს და ყველა საერთაშორისო მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაიძულოთ რუსეთის ფედერაცია შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები", – განაცხადა დუდამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S