Accentnews.ge
პოლონეთის პრეზიდენტი: "ჩვენ მზად ვართ, საქართველოს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები გავუზიაროთ"

პოლონეთის პრეზიდენტი: "ჩვენ მზად ვართ, საქართველოს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები გავუზიაროთ"

27/05/2021 08:58:18 პოლიტიკა

პოლონეთი საქართველოს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას გაუზიარებს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"მე გამოვხატე პოლონეთის ხელისუფლების მზადყოფნა, გავუზიაროთ საქართველოს ვაქცინები. ჩვენ ვიწყებთ უკვე დაგეგმილი დოზების მიღებას. აქედან გამომდინარე, შევძლებთ, საქართველოს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ. მე ქალბატონ პრეზიდენტს შევპირდი, რომ ვარშავაში დარბრუნებისთანავე ამ თემაზე ვისაუბრებ როგორც პოლონეთის ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელთან, ასევე პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და ვიმედოვნებ, ამ კუთხითაც ჩვენ შევძლებთ, ვაჩვენოთ ქართველებს ჩვენი მეგობრობა და ერთმანეთის მხარდაჭერა ასეთ რთულ სიტუაციაში", განაცხადა ანჟდეი დუდამ, თუმცა არ დაოუკონკრეტებია ვაქცინების გაზიარების თარიღი და რაოდენობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S