Accentnews.ge
დიმიტრი კულება - უკრაინისა და საქართველოსთვის მაპ-ის მისანიჭებლად 2021 წელი საუკეთესო მომენტია

დიმიტრი კულება - უკრაინისა და საქართველოსთვის მაპ-ის მისანიჭებლად 2021 წელი საუკეთესო მომენტია

27/05/2021 04:38:42 პოლიტიკა

ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით პროგრესი არ არის და კიევისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მიიწვიეს ქვეყანა ალიანსის სამიტზე.

„ჩვენ გვესმის მოკავშირეების სურვილი, გამართონ დახურული სამიტი, თუმცა არ გვესმის, როგორ შეიძლება არ მიიწვიონ უკრაინა“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამგანაცხადა.

მისი თქმით, სამიტი უკრაინა-რუსეთის საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციის ფონზე იმართება.

კულებას თქმით, კიევი მადლიერია ნატო-სი ღია კარის პოლიტიკის მუდმივი დადასტურების გამო, თუმცა მინისტრის თქმით, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით.

„როდესაც ჩვენ უკრაინაში გვადანაშაულებენ ძალიან ნელი რეფორმებისთვის, რისი თქმა შეგვიძლია ალიანსის გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებაზე, რომლებსაც უკვე 13 წელია, მტვერი ედებათ?” – განაცხადა კულებამ.

კულებას თქმით, დროა, უკრაინამ და საქართველომ წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღონ.

„თუ 2008 წელს გაიცა პირობა, რომ უკრაინა და საქართველო საბოლოოდ გახდებოდნენ ნატო-ს წევრები და ამ გზაზე შემდგომი ნაბიჯი წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაა, მაშინ რთული წარმოსადგენია უფრო უკეთესი და უფრო მნიშვნელოვანი მომენტი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, ვიდრე 2021 წელია” – აცხადებს კულება.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ნატო-ს მოუწოდა გააძლიეროს მისი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში და თხოვნით მიმართა აშშ-ს, სამიტზე მხარი დაუჭიროს კიევის განაცხადს MAP-ის მისაღებად

უკრაინის ნატო-ში პოტენციურ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნატო-მ2008 წელს განაცხადა.

ნატო-ს წლევანდელი სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S