Accentnews.ge
მელია – "ნამახვანის" პროტესტზე: "დრო და დრო მათი გზავნილი გაიბზარა"

მელია – "ნამახვანის" პროტესტზე: "დრო და დრო მათი გზავნილი გაიბზარა"

26/05/2021 19:12:46 პოლიტიკა

ენმ–ის ლიდერის ნიკა მელის განცხადებით, "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციების ორგანიზატორთა გზავნილები "გაიბზარა და გამრუდდა".

"რიონის ხეობის მცველები" საუბრობდნენ, რომ ისინი არ იყვნენ არსებითად წინააღმდეგი, რომ ჰესები აშენებულიყო, მაგრამ დრო და დრო, ეს გზავნილი გამრუდდა, გაიბზარა და საზოგადოების არცთუ ისე უმნიშვნელო ნაწილში ისე დაილექა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ "ნამახვანჰესის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს, წინააღმდეგნი არიან მშენებლობის [ჰესების]. ეს მათი მხრიდან, მეტად უნდა იყოს ახსნილი. მეტი სიცხადე უნდა შეიტანონ, რადგან ერთის მხრივ, საპროტესტო აქცია მისასალმებელია, მაგრამ არ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ხარჯზე და სამ და ოთხ წელიწადში ქვეყანა აღმოჩნდეს განიარაღებული და მტრულად განწყობილ სახელმწიფოზე დამოკიდებული”, – განაცხადა მელიამ.

ამასთან, მან "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციებში არმონაწილეობის მიზეზი განმარტა:

"აქ ოქროს შუალედია დასაცავი. იმას, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით ამ აქციებზე, აქვს ახსნა – მკაფიო გზავნილები უნდა იყოს წარმოდგენილი ორგანიზატორების მიერ. ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა და ლიდერი ამ ქვეყანაში ვერასოდეს დაუჭერს მხარს, რომ სახელმწიფო, ადრე თუ გვიან, გახდეს დამოკიდებული რუსეთის ენერგეტიკაზე. ეს იკვეთება ძალიან მკაფიოდ და იმედი მაქვს, მეტ ახსნა–განმარტებას მისცემს [ვარლამ გოლეთიანი] საზოგადოებას”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S