Accentnews.ge
"მთავარი არხი": "ლევან ვასაძე მოსკოვში კრემლის იდეოლოგს ალექსანდრე დუგინს შეხვდა"

"მთავარი არხი": "ლევან ვასაძე მოსკოვში კრემლის იდეოლოგს ალექსანდრე დუგინს შეხვდა"

26/05/2021 17:28:35 პოლიტიკა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განაცხადა, მოსკოვში კრემლის იდეოლოგს, "საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის" ლიდერს ალექსანდრე დუგინს შეხვდა, – იუწყება "მთავარი არხი".

"მთავარმა არხის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისინი ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობენ.

ტელეარხის ცნობით, ვახშმის შესახებ ინფორმაცია მას რესტორანში დაუდასტურეს.

ალექსანდრე დუგინი "საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის" ლიდერია. მისი პოლიტიკური საქმიანობის არსი ყოფილი რესპუბლიკების რუსეთთან ინტეგრირების ხარჯზე ევრაზიული ზესახელმწიფოს შექმნაა. ასე დუგინი „მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედიის“ - საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგების გამოსწორებას ცდილობს". 2008 წლის ომის დროს დუგინი რუსეთის მთავრობას თბილისის დაპყრობას და პრორუსული მთავრობის ჩამოყალიბებას ურჩევდა. სხვა შემთხვევაში წინასწარმეტყველებდა ახალ ომს, ვინაიდან საქართველოს მთავრობა, მისი შეფასებით, წარმოადგენდა აშშ-ის მარიონეტს.

ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლა 2021 წლის 6 მაისს დააანონსა. მან დააფუძნა პარტია "ერი - ერთობა, რაობა, იმედი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S