Accentnews.ge
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 მოსამართლე წევრი აირჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 მოსამართლე წევრი აირჩია

26/05/2021 13:51:45 პოლიტიკა

იუსტიციის სკოლაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე აირჩიეს. ისინი ივნისში საბჭოს იმ წევრებს ჩაანაცვლებენ, რომლებსაც ვადა გასდით.

  • გოჩა აბუსერიძემ 274 მოსამართლის ხმა მიიღო.
  • ლევან მიქაბერიძეს ხმა 283-მა მოსამართლემ მისცა.
  • ბადრი შონიას - 281-მა მოსამართლემ.
  • თემურ გოგოხიამ 278 ხმა მიიღო.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწოდებების მიუხედავად მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესი არ შეაჩერეს. კონფერენცია იუსტიციის სკოლაში დილიდან აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

"თემურ გოგოხია არის რევაზ ნადარაიას ქვისლი, ის შეცვლის ნადარაიას და მის პოლიტიკას გააგრძელებს. ბადრი შონიას ჰქონდა ძალიან ცუდი როლი მედიაციის ასოციაციის შექმნის დროს, როცა ის იყო მცხეთის სასამართლოს თავმჯდომარე. მათ უკავიათ ადმინისტრაციული თანამდებობები სასამართლოში და შესაბამისად, ენდობა და "კლანი". მიქაბერიძე უკანონოდ გახდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. დარღვევებით სავსე პროცესით მოხვდა ეს ადამიანი იქ, მანამდე მუშაობდა ქვედა ინსტანციებში. გოჩა აბუსერიძეც გამოირჩევა კლანის მხარდაჭერით. "კლანი" ირჩევს "კლანს". - განაცხადა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

21 მაისს დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით კი მიმართეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერება სთხოვეს, რაზეც კუჭავამ ასევე წერილით უპასუხა - მისი თქმით, პროცესს ვერ შეაჩერებდა.

აშშ-ის ელჩმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, მოსამართლეთა შერჩევა ივლისამდე გადადოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S