GIP-ის ყოველწლიური კონფერენცია GEODEM2021 ონლაინ ფორმატში ჩატარდება
26/05/2021 12:46:33 პოლიტიკა
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ყოველწლიური კონფერენცია GEODEM2021 ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
როგორც GIP–ში აცხადებენ, ყოველწლიური კონფერენციის რიგით მე-6 გამოშვება თბილისში ხვალ გაიმართება. ღონისძიება სამ სხვადასხვა თემატურ პანელს მოიცავს.
GIP–ს ცნობით, კონფერენციის პირველი პანელი 27 მაისს გაიხსნება თემით – დაბალი ხარისხის არჩევნები საქართველოში: უკურნებელი სენი თუ მოგვარებადი პრობლემა? 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოუმწიფებლობა და არაპროგნოზირებადობა კვლავ ქართული პოლიტიკის მთავარ მახასიათებლებს წარმოადგენს. მიუხედავად არსებული იმედისა, რომ საქართველო განაგრძობდა სვლას კონსოლიდირებული ლიბერალური დემოკრატიისკენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა საქართელოში დემოკრატიზაციის პროცესისნაკლოვანებები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სტანდარტების დაუცველობის თვალსაზრისით. ქართულ პოლიტიკას, ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე კვლავ აწუხებს ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების შედეგების მიუღებლობა, პოლიტიკური მიზნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, არათანაბარი პოლიტიკური გარემო და საარჩევნო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა. იმის განსახილვევლად, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას გადალახოს ეს სირთულეები, პანელზე დისკუსია შემდეგი შეკითხვების ირგვლივ წარიმართება:
• რატომ ვერ ახერხებს საქართველო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რაც უზრუნველყოფდა პოლიტიკური მეტოქეობის გაგრძელებას საკანონმდებლო ორგანოში?
• როგორ მოქმედებს პოლიტიკური კულტურა საქართველოში არჩევნების ჩატარებაზე?
• რა ინსტიტუციური ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები შესაბამისი დემოკრატიული ხარისხით ჩატარდეს?
• რა იწვევს პოლიტიკურ უნდობლობას მმართველ ძალებსა და ოპოზიციას შორის საქართველოში?
• რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კონკურენტმა მხარეებმა არჩევნების შედეგები ობიექტურად სცნონ?
როგორც GIP–ში აცხადებენ, კონფერენციის მეორე პანელი ივნისში გაიმართება თემაზე, "კვლევები საქართველოში: როგორ უზრუნველვყოთ ნდობა?", ხოლო მესამე პანელი – ივნისში თემაზე, "პოპულისტური ნაციონალიზმი და ევროსკეპტიციზმი: წარმოსახვითი თუ რეალური საფრთხე ასოცირებული ქვეყნებისათვის?".


