"ვერ ეღირსებიან ჩემს თანხმობას“ – მელია ამნისტიის კანონპროექტზე საუბრობს
26/05/2021 12:29:33 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება“ ამნისტიაზე მის თანხმობას "ვერ ეღირსება“.
"ვერ ეღირსებიან ჩემს თანხმობას, იმიტომ რომ იმ ამნისტიის კანონპროექტს მე არასოდეს არ დავუჭერ მხარს. თუ ამ სახით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც კანონად იქცევა ამნისტიის შესახებ, კვლავ მოუწევთ ათასობით სპეცნაზელის მოგზავნა "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში. ერთი - ამ სისულელის ჩადენა მეორეჯერ მოუწევთ, მეორე, მოუწევთ მთელი დასავლური ცივილიზაციური სამყაროს წინააღმდეგ წასვლა. ნუ ბაქიბუქობენ პოლიტიკურად,“ - აცხადებს ნიკა მელია.


