საქართველოს პრეზიდენტმა 12 პირი შეიწყალა
26/05/2021 12:32:31 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს შეწყალების აქტი გამოსცა.
პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა 10 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან, სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო შვიდ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, ორ პირობით მსჯავრდებულს.


