Accentnews.ge
პოლონეთის პრეზიდენტი: "ქართველებო, გელით ნატო–სა და ევროკავშირში"

პოლონეთის პრეზიდენტი: "ქართველებო, გელით ნატო–სა და ევროკავშირში"

26/05/2021 09:06:11 პოლიტიკა

"ქართველებო, გელით ნატო–სა და ევროკავშირში", - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთი საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ მხარს მომავალშიც დაუჭერს:

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პოლონეთისა და პოლონელების სახით გყავთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ. ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით რაოდენ დიდი ძალისხმევას მოითხოვს რეფორმები და რომ ევროკავშირამდე და ნატომდე მიმავალი გზა არის რთული, ის ზოგჯერ დაუსრულებელიც კი გვეჩვენება. რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების მე–17 წლისთავი და ამ პერსპექტივიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო სწორი გზა ხშირად მომდევნო მოსახვევად დადაიქეოდა ხოლმე, რომლის შემდეგაც საჭირო იყო ძალების ხელახლა მოკრეფა, რათა ფინიშამდე მივსულიყავით. თუმცა მერწმუნეთ, დროის გადმოსახედიდან დანახული ყოველი ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ მოითხოვდა ღრმა რეფორმას, ნამდვილად ღირდა მცდელობას. ამიტომაც მოგიწოდებთ, როგორც თქვენი მეგობარი, გამოიჩინოთ დაჟინებულობა რეფორმების გზაზე, ასევე შეინარჩუნოთ ევროპული სტანდარტები პოლიტიკური ერთიანობის ჩამოყალიბებასა და პოლიტიკური დიალოგის პატივისცემაში.უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპული კულტურა ეფუძნება ისეთი ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემას და რწმენას, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება და შეკრების უფლება. როდასაც ვსაუბრობთ საერთო ევროპის შესახებ, ასევე უნდა ვისაუბროთ ამ ღირებულებების შესახებ და ყველაფერი გავაკეთოთი იმისთვის, რომ ისინი დაცული იყოს კანონით და სახელმწიფო ორგანოების მიერ. თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, პატივისცემა და სოლიდარობა – ეს ის პრინციპებია, რომელიც ასევე ჩვენს უთიერთობებს ედება საფუძვლად. ქართველებო, გელით გაერთიეანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელიც გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე. როგორც საუკუნეების წინათ დაწერა დიდმა შოთა რუსთაველმა, „“ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S