"უნდა გვახსოვდეს, რომ ერთხელ მოპოვებული თავისუფლება არასოდეს არის მარადი"
26/05/2021 09:07:21 პოლიტიკა
"უნდა გვახსოვდეს, რომ ერთხელ მოპოვებული თავისუფლება არასოდეს არის მარადი", - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"რომლებსაც მიაჩნიათ სრულიად სხვაგვარად და მოქმედებენ განსხვავებულად – ისინი საკუთარ თავისუფლებას განსაზღვრავენ დომინირებისა და სხვებისთვის თავისუფლების ძალადობით ჩამორთმევის ჭრილში. ეს იცოდა ასევე აწ გარდაცვლილმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გმირული მისიის დროს, საქართველოზე რუსული არმიის შეტევის დაწყების შემდეგ აქვე ახლოს, პარლამენტის შენობის წინ სიტყვით გამოვიდა. მაშინ მან აღნიშნა: „პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩვენმა მეზობელებმა ჩრდილოეთიდან, ჩვენთვის ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდანაც, გვაჩვენეს სახე, რომელსაც ასეული წლებია ვიცნობთ. მათ მიაჩნიათ, რომ ირგვლივ მდებარე სახელწიფოები მათ დაქვემდებარებაში უნდა იყვნენ. ჩვენ ვამბობთ არას! ეს ქვეყანა არის რუსეთი. ამ ქვეყანას მიაჩნია, რომ სულ რაღაც 20 წლის წინ დაშლილი იმპერიის დაბრუნების დრო დადგა, რომ დომინაცია კვლავ გახდება ამ რეგიონის დამახასიათებელი ნიშანი. ვერ გახდება! ეს დრო ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ეს არ დავუშვათ, საჭიროა ვიზრუნოთ საერთაშორისო ინსტიტუტების განმტკიცებაზე და მოვითხოვოთ სახელმწიფოთაშორისი სოლიდარობა:
"არ შეიძლება, უფლება მივცეთ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში რომელიმე სახელმწიფომ გააგრძელოს იმერიალისტური და აგრესიული პოლიტიკა საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით. იმისათვის, რომ ეს არ დავუშვათ, საჭიროა ვიზრუნოთ საერთაშორისო ინსტიტუტების განმტკიცებაზე და მოვითხოვოთ სახელმწიფოთაშორისი სოლიდარობა. ჩვენი ერთობა და სოლიდარობა წინ უნდა აღუდგეს იმპერიალისტურ მარშსს! ამიტომაც ვარ დღეს თქვენთან ერთად და მინდა ხმამაღლა გავიმეორო, რომ გაერთიანებულ ევროპაში და ნატოში არის საკმარისი ადგილი ჩვენი მეგობრებისთვის აღმოსავლეთი ევროპიდან: საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის. განსაკუთრებით ასხლა, ამჟამინდელ ვითარებაში, შენარჩუნებული უნდა იქნას ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა".
როგორც დუდამ აღნიშნა, პოლონეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფებების მხარდაჭერას:
"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პოლონეთისა და პოლონელების სახით გყავთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ. ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით რაოდენ დიდი ძალისხმევას მოითხოვს რეფორმები და რომ ევროკავშირამდე და ნატომდე მიმავალი გზა არის რთული, ის ზოგჯერ დაუსრულებელიც კი გვეჩვენება. რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების მე–17 წლისთავი და ამ პერსპექტივიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო სწორი გზა ხშირად მომდევნო მოსახვევად დადაიქეოდა ხოლმე, რომლის შემდეგაც საჭირო იყო ძალების ხელახლა მოკრეფა, რათა ფინიშამდე მივსულიყავით. თუმცა მერწმუნეთ, დროის გადმოსახედიდან დანახული ყოველი ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ მოითხოვდა ღრმა რეფორმას, ნამდვილად ღირდა მცდელობას. ამიტომაც მოგიწოდებთ, როგორც თქვენი მეგობარი, გამოიჩინოთ დაჟინებულობა რეფორმების გზაზე, ასევე შეინარჩუნოთ ევროპული სტანდარტები პოლიტიკური ერთიანობის ჩამოყალიბებასა და პოლიტიკური დიალოგის პატივისცემაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპული კულტურა ეფუძნება ისეთი ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემას და რწმენას, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება და შეკრების უფლება. როდასაც ვსაუბრობთ საერთო ევროპის შესახებ, ასევე უნდა ვისაუბროთ ამ ღირებულებების შესახებ და ყველაფერი გავაკეთოთი იმისთვის, რომ ისინი დაცული იყოს კანონით და სახელმწიფო ორგანოების მიერ.
ძვირფასო მეგობრებო, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, პატივისცემა და სოლიდარობა – ეს ის პრინციპებია, რომელიც ასევე ჩვენს უთიერთობებს ედება საფუძვლად. ქართველებო, გელით გაერთიეანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელიც გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე. როგორც საუკუნეების წინათ დაწერა დიდმა შოთა რუსთაველმა, „“ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს“.


