ელისაბედ II საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
26/05/2021 09:09:05 პოლიტიკა
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"თქვენს აღმატებულებას და საქართველოს მოსახლეობას საუკეთესო სურვილებით ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს. რთული წლის შემდეგ, ვიმედოვნებ, რომ გადავლახავთ მსოფლიო ჯანმრთელობის გამოწვევებს და მომავალში უკეთესი დრო გველოდება", - აცხადებს ელისაბედ მეორე.


