Accentnews.ge
პრეზიდენტი ტურისტული სეზონის დასაწყისში შეზღუდვების შემსუბუქების აუცილებლობაზე საუბრობს

პრეზიდენტი ტურისტული სეზონის დასაწყისში შეზღუდვების შემსუბუქების აუცილებლობაზე საუბრობს

26/05/2021 08:42:54 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტურისტული სეზონის დასაწყისში შეზღუდვების შემსუბუქების" აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ მან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"პანდემიასთან ბრძოლა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ყოველი მოქალაქის პასუხისმგებლობაა. ყველა ვთანხმდებით, რომ ტურისტული სეზონის დასაწყისში საჭიროა შეზღუდვების შემსუბუქება, რათა ეკონომიკამ ამოისუნთქოს. თუმცა ასეთ თავისუფლებას საზოგადოების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება უნდა მოჰყვეს, მან რეგულაციებისა და აკრძალვების გარეშე თავის თავს უნდა დაუწესოს გონივრული ქცევის ნორმები, საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ თავს, ოჯახს თუ სხვებს. ჩვენი საერთო საზრუნავია ქვეყნის ჯანდაცვა, მისი ფიზიკური და მორალური კეთილდღეობა, რამეთუ ჩვენი ხვალინდელი დღე და სახელმწიფოს წინსვლა მასზეა დამოკიდებული! ასეთივე საერთო საზრუნავი და ეროვნული პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვა და განვითარება. ეს კი მოითხოვს თვით დამოუკიდებლობის დღის პატივისცემას!", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S