Accentnews.ge
"გისურვებთ ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს"

"გისურვებთ ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს"

26/05/2021 08:10:52 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შეერთებული შატეტების მთავრობის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის წერილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

„აშშ-ის მთავრობის სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. აშშ და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე. მომავალ წლებში მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, რომელიც მუშაობს დემოკრატიული პროცესების განმტკიცებისთვის, უფრო დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და სრულფასოვნად ფუნქციონირებადი პარლამენტის შექმნისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატალანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას ისევე, როგორც მათ ძალისხმევას, წინ წაწიონ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება „კოვიდ-19“ -ის პანდემიის შემდეგ აღდგენის პროცესში. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის სულისკვეთებით, გისურვებთ ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა, ვაფასებთ საქართველოს წვლილს ავღანეთში ნატო–ს მისიაში. პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებმაც თავი გაწირეს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას“, – ნათქვამია წერილში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S