"საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმული „ნამახვანჰესის“ საკითხის გადასაჭრელად, რაც მთავარია, ერთობა გვჭირდება"
26/05/2021 08:03:23 პოლიტიკა
"საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმული „ნამახვანჰესის“ საკითხის გადასაჭრელად, რაც მთავარია, ერთობა გვჭირდება", –ამის შეასხებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად - პანდემიის, პოლიტიკური დაპირისპირების, საზოგადოების პოლარიზაციისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის, თუ საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმული ისეთი თემები, როგორიცაა „ნამახვანჰესის“ საკითხი, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და, რაც მთავარია, ერთობა", – განაცხადა ზურაბიშვილმა.


