Accentnews.ge
ერდორანი – ღარიბაშვილს: "მწამს, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს შორის არსებული ყოველდღიურად მზარდი, სტრატეგიული თანამშრომლობა"

ერდორანი – ღარიბაშვილს: "მწამს, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს შორის არსებული ყოველდღიურად მზარდი, სტრატეგიული თანამშრომლობა"

26/05/2021 06:37:33 პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

მწამს, რომ ჩვენი ხალხების მეგობრობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს შორის არსებული ყოველდღიურად მზარდი ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საკითხში“, - აღნიშნულია თურქეთი პრეზიდენტის მისალოც წერილში.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტს, რომელიც 1-ელ ივნისს შედგება:

„მოხარული ვარ, რომ 2021 წლის 1 ივნისს, ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის დროს გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S