Accentnews.ge
"ოცნება": "დღევანდელი ქართული სახელმწიფო ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, სწორედ ამაზე ოცნებობდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამაარსებლები 103 წლის წინ"

"ოცნება": "დღევანდელი ქართული სახელმწიფო ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, სწორედ ამაზე ოცნებობდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამაარსებლები 103 წლის წინ"

26/05/2021 05:32:54 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიაში! 103 წლის წინ ამ დღეს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

საქართველო დღეს თავისუფალია და ეს პირველ რიგში მათი დამსახურებაა.

103 წლის წინ საქართველომ ეროვნული დამოუკიდებლობის გარდა დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი მოიპოვა, რაც დღეს, საუკუნეზე მეტი დროის მერეც კი, სიამაყის განცდას ბადებს თითოეულ ქართველში.

დღეს საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის საფუძველს წარმოადგენს დემოკრატიული, ევროპული ყაიდის კონსტიტუცია. დღევანდელი ქართული სახელმწიფო ეფუძნება დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის პრინციპებსა და ღირებულებებს. სწორედ ამაზე ოცნებობდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამაარსებლები 103 წლის წინ.

დღეს 26 მაისია და კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იუბილეს. აღმავლობას გისურვებთ!", – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული საბჭოს დადგენილებით 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ – 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S