ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას” უკვე გადაწყვეტილი აქვს პარლამენტში შემოსვლა"
25/05/2021 18:19:18 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას უკვე გადაწყვეტილი აქვს პარლამენტში შესვლა, რადგან დაინახეს, რომ აქვთ ორი ალტერნატივა - ცუდი და უარესი.
„ეს არის მარტივი პოლიტიკური ტრიუკი, რაც გასაგებია. მათ უკვე გადაწყვეტილი აქვთ პარლამენტში შემოსვლა, რადგან დაინახეს, რომ აქვთ ორი ალტერნატივა - ერთი არის ცუდი, მეორე უარესი. მათთვის ცუდი არის შემოსვლა, იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში იქადნებოდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ პარლამენტში, უარესი არის არშემოსვლა, იმიტომ, რომ საერთოდ ყველაფერს კარგავენ. აქედან გამომდინარე, ცუდსა და უარესს შორის მიიღეს მათთვის ცუდი გადაწყვეტილება. მათ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა, დანარჩენი სუსტი პიარული გაფორმებაა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მათ უკვე მიღებული აქვთ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრების კომენტირებისას.


