Accentnews.ge
საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

25/05/2021 17:02:08 პოლიტიკა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს 92 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი დღეს, 25 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს დეპუტატებმა.

პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას სჯერა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობა ხელისუფლებას არჩევნების შედეგებზე მანიპულაციისთვის სივრცეს მნიშვნელოვნად უზღუდავს და მის მაქსიმალურ სანდოობას უზრუნველყოფს.

ცვლილებებს მხარს არ უჭერენ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები, რომლებსაც შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ - "ნაციონალური მოძრაობა", "ლეიბორისტები" და "ევროპული საქართველო".

კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება მას შემდეგ იგეგმება, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, რეკომენდაციები ივნისის დასაწყისში იქნება.

საბოლოო ჯამში, ცვლილებების მიღება მესამე მოსმენით ივნისის ბოლომდე იგეგმება.

რაც შეეხება თავად საარჩევნო რეფორმას, რეფორმა მომზადდა ოპოზიციისა და ხელისუფლების კონსულტაციების საფუძველზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S